ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიაში მიქაელ მთავარანგელოზის ხატს მირონი სდის. დეკანოზი გალაკტიონ ფიფია ამბობს, რომ შაბათს, მწუხრის ლოცვის დამთავრების შემდეგ მრევლმა შეამჩნია, რომ ხატიდან დიდი რაოდენობით მირონი გადმოდიოდა. მამა გალაკტიონის განმარტებით, ასეთ დროს მრევლი და სასულიერო პირები ლოცვას აძლიერებენ და პარაკლისებს იხდიან.
-მიქაელ მთავარანგელოზის ამ ხატს მირონი პირველად სდის, მაგრამ ტაძარში დაბრძანებულია ხშირად მირონმდინარე ხატებიც. მირონდინების დროს მათ საკურთხეველში ვაბრძანებთ და მერე ისევ ვაბრუნებთ თავის ადგილზე, – ამბობს მამა გალაკტიონი.
ზუგდიდელები.ჯი

