თაკო ჩარკვიანი ვეფხვია ბაქრაძის შვილის წინააღმდეგ: “შენი ყელგამოღადრული დობილი მიწაში გაციებული წევს და მორიდება იქონიეთ” – ვიდეო

თაკო ჩარკვიანი ვეფხვია ბაქრაძის შვილის წინააღმდეგ: "შენი ყელგამოღადრული დობილი მიწაში გაციებული წევს და მორიდება იქონიეთ" - ვიდეოთბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხვია ბაქრაძის შვილები, ლიკა და მარიამ ბაქრაძეები “პრაიმშოუში”, თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის შესახებ საუბრობენ. ვეფხვია ბაქრაძის ერთ-ერთი შვილი ამბობს, რომ თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალი, არა მხოლოდ მამამისს, არამედ თაკოს დედას, ნათია გობაძესაც მიუძღვის.
“მამაჩემს არ ვამართლებ და უნდა დაისაჯოს კიდეც. თაკოს 100%-იანი ვემხრობოდი, რომ ისინი 14 წლის შემდეგ, ერთად აღარ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ მაინც ერთად იყვნენ და მაინც ერთად ცხოვრობდნენ. ნათიასაც 100%-ით ვაკისრებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა. ორივე არიან დამნაშავე ამაში. როგორც თაკოს დედა- ნათია, ასევე მამაჩემი. შემაკავებელი ორდერის დაწერასთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით ზეწოლა იყო თუ არა”, – აცხადებს მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხვია ბაქრაძის შვილი, რომლის ნათქვამსაც პუბლიცისტი, თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა.

“პირადად, ჩემთვის, როგორც ერთი მოქაალაქისთვის, იმ ნაწილს, ზეწოლა მოხდა, თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება მოსალოდნელი შიშის გამო შეაწყალებინა”, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა, რაზეც ბაქრაძის შვილმა თქვა:

“გადაამოწმონ ჩანაწერები, სისულელეა, ახლა, თქვენ მასწავლით?! მაგათთან გავიზარდე”, – ამბობს ბაქრაძის შვილი.

თაკო ჩარკვიანი კი პასუხობს: “ფაქტია, რომ სრულიად აღვირახსნილმა მამაკაცმა, ის ქალბატონი, რომელიც თურმე ძალიან გიყვარდათ, მოკლა შვილების თანდასწრებით. მსხვერპლი განუზომელია, თუნდაც ბავშვების თვალსაზრისით რომ შევხედოთ, რა მდგომარეობაში არიან და რის გამართლებაზეა საუბარი”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა, რაზეც ბაქრაძის შვილმა უპასუხა:

“14 წელი რომ ჩემი შვილი ვიღაც კაცის წინააღმდეგი იქნება, მე ჩემ შვილს ავირჩევ და არა ვიღაც კაცს. ჯერ არის ჩემი შვილი და არა ვიღაც კაცი, ამიტომ აღვირახსნილი ქალბატონიც იყო, შვილს რომ ქმარი ამჯობინა”, – განაცხადა ბაქრაძის შვილმა.

თაკო ჩარკვიანმა კი ასე უპასუხა: “ეს თქვნთვის ქალბატონო, დამოუკიდებელია, საკამათო არ არის. ქალს და მამაკაცს ვერ შეადარებ, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა. მე არ მოგცემთ მაგ აზრის პოპულარიზაციის საშუალებას”, – განმარტა თაკო ჩარკვიანმა, რაზეც ბაქრაძის შვილმა აღნიშნა:

“თქვენ, ნუ მასწავლით, იქ რა ხდებოდა”.

თაკო ჩარკვიანმა კი უთხრა, “უნდა გასწავლოთ, იმიტომ რომ თქვენმა ცუდმა მამამ არ გასწავლათ, რომ ახალი გაციებული რომ არის თქვენი ყელგამოღადრული დობილი, რიდი იქონიოთ და სახლში ბრძანდებოდეთ და აქ ტირაჟირებას არ ახდენდეთ რაღაც სისულელეების”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა, რაზეც წამყვანმა ნინო ნადირაშვილმა აღნიშნა:

“შვილი, მამის საქციელზე პასუხს არასოდეს არ აგებს”.

თაკო ჩარკვიანმა კი ამაზე უპასუხა: “მაშინ ნუ გამოდის და მამამისის საქციელს ნუ ამართლებს”.

შეგახსენებთ, რომ ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლს, ნათელა გობაძეს ქვით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, მიუხედავადა ამისა, 2017 წლის მაისში ის პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა. ციხეში 2 წელზე ნაკლები გაატარა. 2018 წლის 13 აპრილს კი გამოძიების ინფორმაციით, მან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა თავისი გერი, 25 წლის თამარ გამრეკელიძე. ვეფხვია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავეს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, კომისიამ მან ბრალდებულის, მოკლული გოგოს მამინაცლვის სრული გათავისუფლების თაობაზე მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა სასჯელი მხოლოდ გაანახევრა.

აიპრესი