სერგი გვარჯალაძე – “კალაძის ნომერი არ მაქვს და ვერ დავურეკე, ცუდი რამე ხდება”

სერგი გვარჯალაძე - "კალაძის ნომერი არ მაქვს და ვერ დავურეკე, ცუდი რამე ხდება"თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე გუშინ სპეცოპერაციის ადგილზე მივიდა და კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ის რაც ღამის კლუბებში მოხდა და თბილისის ქუჩებში ხდება, ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
გვარჯალაძემ თქვა, რომ მან არ იცის რა ხდება და რატომ ხდება. გვარჯალაძის თქმით ის ცდილობს გაარკვიოს მიზეზები, თუმცა უშედეგოდ.

მისივე თქმით მან ვერ მოახერხა შსს-ში შესვლა და ვერც მერ კალაძესთან დაკავშირება რადგან მსი საკონტაქტო ტელეფონი არ აქვს.

ნიუპოსტი