რეჟისორი კარლოს კარვალო ჟირაფმა მოკლა

რეჟისორი კარლოს კარვალო ჟირაფმა მოკლა47 წლის კინორეჟისორი, კარლოს კარვალო, გადაღებების დროს ჟირაფმა იმსხვერპლა. ამის შესახებ ფოქსნიუსი წერს.

რეჟისორი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, დოკუმენტურ ფილმს იღებდა. ამ დროს მას ჟირაფმა თავი დაარტყა და კაცი 5 მეტრის მოშორებით გადააგდო.

რეჟისორი იოჰანესბურგის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კარლოს კარვალო არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული კინორეჟისორია.

იმედინიუსი