სიგარეტის მოწევა გასული საუკუნის 30-იან წლებშიც აკრძალული ყოფილა. ამის შესახებ რეჟისორი სანდრო ახმეტელი თავის ჩანაწერებში წერდა, რომელსაც ფეისბუქგვერდი ,,სანდრო ახმეტელი” აქვეყნებს.
,,ეს რა მესმის! ეს რას ვხედავ! ეს ხომ თავისუფლების სრული შეზღუდვაა?!
დღეს ვასო აბაშიძის საბენეფიციო სპექტაკლი იმართება სახელმწიფო თეატრში, ჩემი საყვარელი ლიზა ჩერქეზიშვილის მონაწილეობით, მაგრამ თუ ჰხედავთ. აქ რა სწერია? დიახ, დიახ, ნუ მოსწევთო, თორემ დაგაჯარიმებთო! ვგონებ, რომ ეს დაუშვებელია! იქნებადა, მალე სპექტაკლებიც აღარ დაგვადგმევინონ სცენაზედ? ვინ იცის?!”

