პოლიციამ რუსთაველზე სამი არაფხიზელი პირი დააკავა

პოლიციამ რუსთაველზე სამი არაფხიზელი პირი დააკავასაზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის პოლიციამ რუსთაველის გამზირზე სამი ადამიანი დააკავა. პარლამენტის წინ, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. როგორც ერთ-ერთმა დაკავებულმა განაცხადა, ისინი აქციის მონაწილეები არ არიან.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, 5 კარავი წუხელ დადგეს, მაგრამ პოლიციამ დრეს დილით აშალა. აქციის მონაწილეები კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

კვირა