პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა შაბათს, სპეციალურად გამოყოფილ საათებში, უფასო ექსკურსია მოუწყო შიშველ დამთვალიერებლებს.
აქამდე ნატურისტებისთვის პარიზის არც ერთ გალერეაში ჩატარებულა მსგავსი ღონისძიება. 5 მაისს უფასო ექსკურსიას 160 შიშველი ადამიანი დაესწრო, ეს აქცია კი 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
-ნატურისტების ცხოვრების სტილი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი გახდილები უნდა იყვნენ. კულტურა ჩვენი განუყოფელი ნაწილია, ხოლო ეს განსაკუთრებული საშუალებაა ამისთვის.
დღესდღეობით მენტალიტეტი საგრძნობლად იცვლება. ნატურისტები ცდილობენ ისეთი საკითხების პოპულარიზაციას, რომლებიც წარსულში სასტიკად იკრძალებოდა, – განაცხადა პარიზის ნატურისტთა ასოციაციის კომუნიკაციის დირექტორმა, ჯულიენ კლაუდ-პანჟერიმ.
ასოციაციის სტატისტიკის თანახმად, საფრანგეთში 2,6 მლნ. ნატურისტი ცხოვრობს, რომელთაგან 88 000 პარიზშია ჩაწერილი.
პარიზში ბოლო დროს რამდენიმე პროექტიც განხორციელდა ნატურისტთა სასარგებლოდ. ერთ-ერთ პარკში მათთვის გამოიყო სპეციალური ადგილი და გაიხსნა ნატურისტთა რესტორანი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროექტი, რომელმაც პარიზში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მსოფლიოსთვის პირველი არ არის. 2013 წელს, ვენაში, ერთ-ერთმა გალერეამ დამთვალიერებლებს შესთავაზა შიშველი ნამუშევრების დათვალიერება ისე, რომ მნახველებიც გახდილები ყოფილიყვნენ. 2015 წელს კი ავსტრალიის ეროვნულმა გალერეამ დამთვალიერებლებს ანალოგიური რამ შესთავაზა ამერიკელი მხატვრის ნამუშევრების დათვალიერების სანაცვლოდ.
არტნიუსი

