პროექტი ,,მხოლოდ ქართული” გუშინ 18 წლის ნანუკა მიქაძემ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მან ჟიურის წევრებისგან საშუალო შეფასება მიიღო, მაყურებლის ხმა არ ეყო, რომ შემდეგ ტურში გადასულიყო.
ნანუკას პროექტის მხოლოდ ოთხ ლაივკონცერტში მოუწია მონაწილეობის მიღება, მაგრამ თვლის, რომ ამ დროში საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო და სამომავლოდ გაჩერებას არ აპირებს.
-ეს პროექტი ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. სამწუხაროდ, იმდენი ხანი არ მომიწია ყოფნა, რომ უფრო მეტი შესაძლებლობები გამომევლინა და უფრო დიდი გამოციდილება მიმეღო.
სირთულეებს შევეგუე და მივხვდი, რომ უნდა დაიღალო, თუ გინდა, შედეგს მიაღწიო. რა თქმა უნდა, გულში მხვდება, რომ დავტოვე პროექტი, მაგრამ საკუთარ თავს ახლა უფრო მეტს მოვთხოვ და დარწმუნებული ვარ, ახლა უფრო მეტს გავაკეთებ ცხოვრებაში, – გვითხრა ნანუკამ.
მარი მგალობლიშვილი, სარკე
https://youtu.be/TQQPT0UNABA?t=10

