მომვლელი მოხუც ქალს სასტიკად სცემდა და ფეხი მოტეხა – ფაქტი კამერამ დააფიქსირა

მომვლელი მოხუც ქალს სასტიკად სცემდა და ფეხი მოტეხა - ფაქტი კამერამ დააფიქსირამოხუცი ქალი, რომელიც სტამბოლში მარტო ცხოვრობდა, უცხოელი მომვლელის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მომვლელის მიერ 88 წლის ქალის ცემა, რომლის შედეგადაც მან ფეხი მოიტეხა და სხეულზე სხვა დაზიანებებიც მიიღო, სახლში დაყენებულმა ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს.

მოხუცი ქალის ნათესავებს მომვლელმა განუცხადა, რომ ის ტუალეტში დამოუკიდებლად გასვლას აპირებდა, რა დროსაც წაიქცა და ტრავმა მიიღო, თუმცა ჩანაწერების გადამოწმების შემდეგ სიმართლე გაირკვა და მომვლელი ქალის წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელი შეიტანეს.

ეროვნებით ყირგიზი მომვლელი ქალი პოლიციამ დააკავა და ციხეში გადაიყვანა, თუმცა სასამართლოზე ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ნიუპოსტი