ჟურნალისტ ირაკლი თოდუას გარდაცვალებას მაია კახიძე ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:
”ძალიან სამწუხარო ამბავი მაქვს
😪
42 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი, გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი თოდუა. უნიჭიერესი და წიგნიერი ქართველი.
20-22 წლისანი იყვნენ ირაკლი და თეა ასათიანი „ასავალ – დასავალში“ რომ მოვიდნენ. ყველანაირად დავუდექი ახლგაზრდებს გვერდით და მრავალი წელი გავატარეთ გვერდიგვერდ უძილოებმა, მშივრებმა, დაქანცულებმა, მაგრამ ვაკეთებდით ჩვენს საყვარელ საქმეს. თეა იმიტომ გავიხსენე (ან როგორ დავივიწყებ სანამ აქ ვიქნები), ყველაზე ახალგაზრდები იყვნენ, დიდი მეგობრები და თანაკურსელები და ორი წლის წინ, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ თეა წავიდა ჩვენგან, ახლა კი ირაკლი. გაოგნებული ვარ, ჩემს თვალწინ გაზრდილები და საუცხოო ჟურნალისტები….
წარმოუდგნელი ამბავია და ჯერ ვერც ვაცნობიერებ წესიერად.
რა ვთქვა? ღმერთო, რა ძნელია, ალბათ, სამძიმარი უნდა ვუთხრა ოჯახს,
მის მშვენიერ მეუღლეს, ასევე ჟურნალისტს, მაია მარგველანს, მათ შვილებს, რომელთაც მამა აწი უფრო უნდა ჰყოლოდათ გვერდით.
წამია წუთისოფელი! რა ძალიან მენანები, ირაკლი! რა ადრე შეუერთდი ზეციურ საქართველოს.
ამ ფოტოზე საყვარელ მეუღლესთან, მაიკოსთან ერთად არის ჩვენი ირაკლი თოდუა.”

