
ე.წ. კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს დასაშლელად ერთსაათიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც კონტრაქციის მონაწილეები აცხადებენ, გაარღვევენ პოლიციის კორდონს და თავად დაშლიან აქციას მშვიდობიან ფორმებში.
კონტრაქციის მონაწილეები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა და კინოთეატრ „რუსთაველს“ შორის საავტომობილო გზაზე იმყოფებიან. მათ ერთსაათიანი ვადა საპირისპირო აქციის მონაწილეებს აქამდეც მისცეს.
ინტერპრესნიუსი

