კლუბური ნარკოტიკით 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, 3 ახალგაზრდა აპარატზეა შეერთებული

კლუბური ნარკოტიკით 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, 3 ახალგაზრდა აპარატზეა შეერთებულიმომაკვდინებელი ნარკოტიკი და გარდაცვალების ახალი ფაქტები – სავარაუდოდ, ე.წ. მკვლელ მარილს კიდევ ერთი ახალგაზრდა , 31 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
როგორც „ნიუპოსტს“ გარდაცვლილის მეგობარი უყვება, ფატალური შემთხვევა გასულ კვირას, 28 აპრილს მოხდა.

გარდაცვლის მეგობრების თქმით, მამაკაცი კლუბიდან სახლში მივიდა, დაიძინა და ძილში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ დაკრძალეს.

შეგახსენებთ, გასულ შაბათს, სავარაუდოდ, ,,მეფედრონის” მიღების შედეგად გარდაიცვალა 21 წლის გოგონაც. ის ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ გოგონას ნიმუშები უკვე აუღეს და მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა ტარდება.

ბოლო დღეებში ე.წ. კლუბური ნარკოტიკით მოწამლული 10 ახალგაზრდიდან 3 დაიღუპა, ჩვენი ინფორმაციით, 3 კი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

ახალი თაობის ნარკოტიკის გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის შესახებ პირველად ინფორმაცია 28 აპრილს გავრცელდა. ის თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან ღუდუშაურის კლინიკაში პარასკევს ღამით გადაიყვანეს, თუმცა უგონო მდგომარეობაში მყოფი პირი მიმღებში გარდაიცვალა.

ნიუპოსტი