,,ჯეოსელმა” აქციაზე ინტერნეტის გამაძლიერებელი ტექნიკა მიიტანა

,,ჯეოსელმა" აქციაზე ინტერნეტის გამაძლიერებელი ტექნიკა მიიტანაკომპანია ,,ჯეოსელმა” პარლამენტთან აქციაზე ინტერნეტის გამაძლიერებელი ტექნიკა მიიტანა.როგორც კომპანიის პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, ეს მიღებული პრაქტიკაა, რადგან თავშეყრის ადგილებში ინტერნეტის სიხშირე ეცემა და მსგავსი ტექნიკით აძლიერებენ.

ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან აქცია გრძელდება. აქციის ორგანიზატორებმა პრემიერ კვირიკაშვილს ულტიმატუმი წაუყენეს, თუმცა პრემიერმინისტრი მათ არ გამოხმაურებია. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ბაია პატარაიას თქმით, შს მინისტრი გახარია  კარვების გაშლის შემთხვევაში მათ დარბევით დაემუქრა.

ახალგაზრდების პროტესტი კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერიაციას უკავშირდება. სამართლადამცავებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავეს.

ნიუპოსტი