ფაშისტური დაჯგუფების, ,,ეროვნული ერთობის” ხელმძღვანელის, გიორგი ჭელიძის თქმით, ის და მისი მხარდამჭერები საბრძოლო მზადყოფნაში არიან და ამის საჭიროებას თუ დაინახავენ, ქუჩაში გავლენ უთოებით, ჩანგლებით, იმ ნივთებით, რომლებიც ხელში მოხვდებათ. იქვე აღნიშნა, რომ მას სანადირო თოფიც აქვს, რომელიც მის სახელზეა გაფორმებული.
-ვარ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, მე და ჩემი მოძრაობა მზად ვართ შემდგომი ბრძოლებისთვის.
თუკი ის მოვლენები განვითარდა, რომლებიც ჩვენ გვახსოვს და ბუნდოვნად მახსოვს, რაც იყო 1991 წელს საქართველოში, როდესაც მთავრობას გაექცა კონტროლი, მოხდა სამოქალაქო ომი, სისხლისღვრა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა, 20, 30 და შეიძლება მეტი ათწლეულითაც უკან გადასწია წარსულში და მთავრობას გაექცევა კონტროლი, ჩვენ ჩავერთვებით და გამოვიყენებთ უთოებს, ჩანგლებს და ყველაფერს, რაც კი ჩვენს ხელში იქნება, რათა ჩვენ დავიცვათ ჩვენი ოჯახი, ჩვენი სამშობლო და ჩვენი ერი.
გამოვიყენებთ უთოებს, ჩანგლებს და ყველაფერს, რაც კი ჩვენს ხელში იქნება. მე ასევე სანადირო თოფიც მაქვს, რომელიც ჩემს სახელზეა გაფორმებული, – განაცხადა ტელეკომპანია ,,იბერიის” ეთერში გიორგი ჭელიძემ.

