ჟურნალ ,,სარკის” ყოველ ნომერში პროტოდიაკონი, მამა მირიანი წმინდანთა ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
,,სარკის” მიმდინარე და მომავალ ნომრებში მკითხველი მე-14 საუკუნის წმინდანის, ღირსი მაქსიმე კავსოკალიველის მოღვაწეობასა და მის მიერ აღსრულებულ სასწაულებს გაეცნობა.
-წმინდა მაქსიმე სრულ უპოვარებაში ცხოვრობდა გამოქვაბულში. იქვე საფლავიც გაითხარა და ყოველ ცისკარზე პანაშვიდსაც უხდიდა საკუთარ თავს…
ღირსი მამა როცა აღესრულა, თავისივე ხელით გათხრილ განსასვენებელში მიაბარეს მიწას უხმაუროდ, ისე, როგორც დაუბარა თავის ერთგულ მოწაფეებს. წმინდანმა არც მისი სხეულის დანაწევრების უფლება მისცა ვინმეს, რომ სიცოცხლის შემდგომ მისი სახელი არ განედიდებინათ, – მოგვითხრობს პროტოდიაკონი მირიანი.
წერილს ღირსი მამის ცხოვრების შესახებ, რომელიც დღემდე აღასრულებს სასწაულებს და მისი საფლავიდან კეთილსურნელება იფრქვევა, ,,სარკის” მიმდინარე და მომდევნო ნომრებში სრულად წაიკითხავთ.

