ევროვიზია 2018-ის გამარჯვებული ისრაელის წარმომადგენელი ნეტა ბარზელაი გახდა და 2019 წელს ევროვიზიის კონკურსი ისრაელში გაიმართება.
ისრაელის წარმომადგენელს ქართველი მაყურებლისგანაც უმაღლესი შეფასება, 12 ქულა ერგო.
ევროვიზიის ფინალი საქართველოს გარეშე გაიმართა. ჯგუფი „ირიაო“ მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად გამოვიდა, მაგრამ კონკურსს გამოეთიშა. „ირიაომ“ შეასრულა სიმღერა „შენი გულისთვის“.

