ენრიკე იგლესიასის ტყუპი დები მალე მსოფლიოს დაიპყრობენ

ენრიკე იგლესიასის ტყუპი დები მალე მსოფლიოს დაიპყრობენდასავლურ პრესაში ამ ტყუპ დაზე უკვე აქტიურად საუბრობენ და ამბობენ, რომ ისინი 16 წლის კაია ბერგერს დაჩრდილავენ. ეს 17 წლის გოგონები, კრისტინა და ვიქტორია, ცნობილი მომღერლის ენრიკე იგლესიასის დები არიან. სხვათა შორის, ენრიკეს და ანა კურნიკოვასაც ტყუპი შეეძინათ რამდენიმე თვის წინ.

ენრიკეს მამა ასევე ცნობილი მომღერალი ხულიო იგლესიასია. ამ ადამიანის მრავალცოლიანობის და მრავალშვილიანობის შესახებ ბევრმა იცის. ვიქტორია და კრისტინა მას მოდელ ცოლთან – მირანდა რეინსბურგთან შეეძინა, რომელთანაც დღემდე ცხოვრობს. გოგონებიც დედის კვალს აპირებენ, გაჰყვნენ და მოდელობას გეგმავენ.

ენრიკე იგლესიასის ტყუპი დები მალე მსოფლიოს დაიპყრობენსულ ცოტა ხნის წინ ესპანური ჟურნალის გარეკანზე აღმოჩნდნენ და საკმაოდ ბევრი წინადადება აქვთ სამოდელო სააგენტოებისგან. მათი ცნობილი ძმაც ამბობს, რომ გოგონებს შეუძლიათ, ტოპ-მოდელები გახდნენ, ისეთი მონაცემები აქვთ.

მშობლები