პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ,,ეროვნულ-სოციალისტურმა მოძრაობამ“ ,,თეთრი ხმაურის“ წინააღმდეგ კონტრაქციას წამოიწყო. მათ პოლიცია რუსთაველის გამზირისკენ არ უშვებს.
-დიდება ერს, სიკვდილი მტერს, – სკანდირებენ კონტრაქციის მონაწილეები და ამბობენ:
„გვსურს, ჩვენი ძალა დავანახოთ ყველას. ყველა ახალგაზრდის სახელით ნუ საუბრობენ“.
ნიუსჯის ფოტო

