“იქს ფაქტორის” ჟიურის წევრები და კონკურსანტები 13 მაისს გადაღებაზე კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ. კახეთი ქეიფის და დროსტარების გარეშე წარმოუდგენელია, შესაბამისად გადაღების შემდეგ შემოქმედებითმა ჯგუფმა, კონკურსანტებმა იქეიფეს.
“რეიტინგისთვის” ცნობილი გახდა, რომ სუფრაზე მუსიკოსი დავით ევგენიძე ძალიან დათვრა და გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს ტერიტორიაზე ნამდვილი სკანდალი მოაწყო.
როგორც ჩვენთან საუბარში ანონიმური თვითმხილველი ამბობს, ნასვამი დათო ევგენიძე მათთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო, რადგან ისე იქცეოდა, ხალხი ძალიან შეაწუხა.
ნასვამი დათო ევგენიძე საცურაო აუზში ტანსაცმლით ჩავიდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უფრო მეტიც – ევგენიძემ წყალში კონკურსში მონაწილე რამდენიმე ბავშვიც ჩააგდო.
მოკლედ, მუსიკოსმა კახეთში ნამდვილი მეორედ მოსვლა მოაწყო.
რეიტინგი

