ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმადან დაკარგული 13 წლის მოზარდი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გოგონა ოჯახს უვნებელი დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობს.
გოგონა სახლში თავისით დაბრუნდა.
_ ჯანმრთელი და უვნებელია. მთელი დღის ძებნის შემდეგ გამოჩნდა. დეტალები არ ვიცით და წასვლის მიზეზზე არაფერი უთქვამს. მთავარი ისაა, რომ გამოჩნდა, _ უთხრეს გურია ნიუსს მისმა პედაგოგებმა.
შეგახსენებთ, რომ 13 წლის გოგონამ სახლიდან გაუჩინარების წინ დეიდას წერილი დაუტოვა რომელშიც ეწერა: “მიყვარხარ, ნახვამდის!”
წერილი დეიდამ დილით, გოგონას საძინებელში იპოვა და მას შემდეგ ძებნა დაიწყეს.

