აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე 5 კარავი გაშალეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილის, ბექა წიქარიშვილის თქმით, მათი პროტესტი არ შეწყდება.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას.
აქციის მონაწილეებს 4 მოთხოვნა აქვთ:
პირველი – თანამდებობა დატოვოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე – დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე – დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“.
საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება.
ინტერპრესნიუსი

