ანა სუბელიანს ბავშვით ემუქრებიან 9 აპრილის მემორიალზე ცეკვის გამო

ანა სუბელიანს ბავშვით ემუქრებიან 9 აპრილის მემორიალზე ცეკვის გამოანა სუბელიანი, რომელიც „ჩვენი თავისუფლებისათვის“ აქციის ღამეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალზე ცეკვავდა, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და ამბობს, რომცეკვის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

ასევე – აცხადებს, რომ მას ემუქრებიან სოციალურ ქსელში და ბოლო დროს ზეწოლის ობიექტი გახდა.

-მე მემუქრებიან ბავშვით. რაღაც მომენტში რეალური საფრთხის შეგრძნებაც გამიჩნდა, მაგრამ ამის გამო არ ვაპირებ, შევწყვიტო გარეთ სიარული, – განაცხადა ანა სუბელიანმა.

ის ამბობს, რომ შსს ვალდებულია, მისი უსაფრთხოება დაიცვას.

ანა სუბელიანი ასევე განაწყენებულია იმ ფაქტის გამო, რომ მას არ მიეცა საშუალება, შს მინისტრთან პარლამეტში დახურულ შეხვედრას დასწრებოდა. ის ამბობს, რომ უარი თავად უწყების მხრიდან წამოვიდა.

რუსთავი 2