26 წლის ნათია ჩაგანავა, რომელიც საკეისრო მშობიარობის შემდეგ კომაში იყო, გარდაიცვალა. ინფორმაციას ფეისბუქზე გოგონას ახლობლები ავრცელებენ.
“დანებდა….ვეღარ იბრძოლა….დაიღალა….ნათიამ დაგვტოვა, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფებელი…” – წერს გოგონას ახლობელი თამარ დადიანი ფეისბუქზე.
ნათია ჩაგანავამ საკეისრო 10 აპრილს გაიკეთა, მშობიარემ მხოლოდ რამდენიმე საათით შეძლო საკუთარი ახალშობილის ნახვა. 11 აპრილს კი ის კომაში ჩავარდა.
8 მაისს ნათია ჩაგანავას ახლობელმა 8 “პრაიმტაიმს” განუცხადა, რომ მას საზოგადოების დახმარება სჭირდებოდა.
– ნათია ტვინის იშემიური თრომბოზის დიაგნოზით აპარატებზეა შეერთებული… – აცხადებდა ახლობელი.
ნათია თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა მისი გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს.
ნათიას მეუღლე მომხდარში ქართველ ექიმებს ადანაშაულებს.

