თამუნა ზოიძე: ,,ყოფილი ქმარი ციხიდან მემუქრება, რომ ყელს გამომჭრის” – ვიდეო

თამუნა ზოიძე: ,,ყოფილი ქმარი ციხიდან მემუქრება, რომ ყელს გამომჭრის" - ვიდეოდიზაინერმა თამუნა ზოიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაში” თავისი მძიმე ისტორია მოყვა. მისი თქმით, ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. მიუხედავად იმისა, რომ ქმართან გაშორებულია, ყოფილი ქმარი ციხოდან აშანტაჟებს და მოკვლით ემუქრება.

-მე ჯერჯერობით ვარ გადარჩენილი… პასუხისმგებლობა ეკისრებათ ჩვენს  კანონმდმებლებს.. ვაპირებდი სარჩელის შეტანას, რომ ჩემ მიმართ დამცავი ბერკეტი ყოგილიყო, მაგრამ ადვოკატმა მითხრა, ერთადერთი რეაგირება არის შემაკვებელი ორდერი, რის შემდეგაც ზუსტად იცი, რომ მოგკლავს, ვერავინ გიშველისო.

ჩემი ყოფილი მეუღლე წელიწადზე მეტია, რაც ციხეში ზის… არის მუქარები, ჩემ გარდა ერთი გზა გაქვა მიწაში, ასე გამოგჭრი ყელს, რომ გამოვალ… მამიდამისის ქმარმა დამირეკა, რომ სარჩელი გამეტანა და მეთქვა, რომ ფსიქიკურად აშლილი ვარ და ვითომ მე ვიცემე თავი, თორემ რომ გამოვა ციხიდან, მართლა მომკლადვა. მერე ტელეფონზე დამირეკა. შევცვალე ტელეფონის ნომერი, მაგრამ ჩემს მეგობრებს წერდნენ, თავისი ძმა წერდა, ჩემს ძმას საქმეს ვუკეთებ, ერთ თვეში გამოვიყვან და მაგან ნახოს, რაც მოუვაო… – მოყვა თამუნა ზოიძემ ტოქ შოუ ,,რეაქციაში”.

,,ვუშველოთ ამ გოგოს!!!! ძალიან ვინერვიულე მის ამბავზე! ციხიდანაც ემუქრება მოძალადე ყოფილი ქმარი. პატარა ბავშვით ხელში დადის შეშინებული”, – წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქში.

რეაქცია

❗ ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომელსაც ყოფილი მეუღლე ციხიდანაც მოკვლით ემუქრება❗ ვინ დაიცავს ქალს, მოძალადის გათავისუფლების შემდეგ?

Gepostet von TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი am Dienstag, 17. April 2018