საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ 22 მებრძოლს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ 22 მებრძოლს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენსაქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ 22 მებრძოლს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 დაღუპულის ნეშტი სამების ტაძარში დაასვენეს, ორი კი ახლობლების მოთხოვნით საკუთარ სახლში გადაასვენეს.

სამგლოვიარო პროცესია 4  საათზე დაიწყება, თუმცა მანამდე სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

-2013 წლიდან მთლიანობაში 148 ადამიანია იდენტიფიცირებული, 109 ქართული მხარის მებრძოლი, 39 კი აფხაზური მხარის მებრძოლი.

177 ადამიანი ექსჰუმირებულია და მათი იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. 2400-ზე მეტი ადამიანია დაკარგული ორივე მხრიდან. მთლიანობაში ეს პროცესი
შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მართლაც დაუღალავი მუშაობა და რომ არა აფხაზური მხარის ძალიან
კონსტრუქციული მიდგომა.

ამ შემთხვევაში ორივე მხარე ამოვდივართ ერთი მიზნიდან – აქ პოლიტიკას ვდებთ განზე და ვამბობთ, რომ ოჯახებს სჭირდებათ თავიანთი შვილების, თავიანთი მშობლების საფლავზე მისვლა, იცოდნენ, ეს ადამიანები სად არიან დამარხული, – განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.

ამ დროისთვის ახაზეთში კონფლიქტის დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 148 დაღუპულია იდენტიფიცირებული.