ფრანკო ძეფირელიმ ,,აიდასთვის” გიორგი გაგნიძე თავად შეარჩია – კინოკლასიკოსს ლა სკალა 95 წლის იუბილეს ულოცავს – ვიდეო

ფრანკო ძეფირელიმ ,,აიდასთვის" გიორგი გაგნიძე თავად შეარჩია - კინოკლასიკოსს ლა სკალა 95 წლის იუბილეს ულოცავს - ვიდეომსოფლიოს მუსიკალური სამყარო მნიშვნელოვანი მოვლენის მოლოდინშია. 8 მაისს მილანში, ლა სკალას თეატრში ,,აიდა” გრანდიოზულად დაიდგმება.

სპექტაკლი ლეგენდარული რეჟისორის, ფრანკო ძეფირელის 95 წლის იუბილეს ეძღვნება. კინოშდევრების ავტორმა მისი საიუბილეო სპექტაკლისთვის ყველა მსახიობი თავად შეარჩია. ძეფირელის რჩეულთა შორისაა ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე.

,,ძეფირელი მუდამ ანებივრებს მაყურებელს ვარსკვლავებით, მაგრამ მისი კინო არ ჰგავს კინოს. ის უფრო თეატრია”, – წერენ მასზე. 8 მაისს ლა სკალას თეატრის სცენაზე კინოკლასიკოსის მიერ ფრანკო ძეფირელიმ ,,აიდასთვის" გიორგი გაგნიძე თავად შეარჩია - კინოკლასიკოსს ლა სკალა 95 წლის იუბილეს ულოცავს - ვიდეოარჩეული ვარსკვლავები იდგებიან. თეატრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე უკვე დაიდო ვიდეო, სადაც ,,აიდას” შემოქმედებითი ჯგუფი მხცოვან რეჟისორს იუბილეს ულოცავს.

8 მაისს ფრანკო ძეფირელიც მივა ლა სკალაში, თუ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს.

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ქართველმა ჟურნალისტმა ბექა ელბაქიძემ 5 წლის წინ ფრანკო ძეფირელისთან ტელეკომპანია ,,იმედისთვის” ჩაწერა.

-მაესტრო, რას ფიქრობთ თანამედროვე კინოზე? მაგალითად, ამბობენ, რომ იტალიური კინო აღარ არსებობს.
-ახლა რთულია, გაიგო რა აინტერესებს მაყურებელს, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, დღეს აღარ არსებობს ნამდვილი კინო… კინო, რომელიც წლების წინ კეთდებოდა იტალიაში, აღარ იქმნება დიდი შედევრები, – ამბობს ძეფირელი.

მისთვის წინა პლანზე ყოველთვის ოპერა და თეატრი იყო, თუმცა ამის პარალელურად აქტიურად მუშაობდა კინოშიც. ,,იესო ნაზარეველი” , ,,ჩემპიონი”,  ,,ჩაი მუსოლინისთან ერთად” ,,ჯეინ ეარი”… თუმცა მისი კინო იტალიას არ უკავშირდებოდა, მან მთელი შემოქმედება დიდ ბრიტანეთს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეკრანზე ინგლისური ლიტერტურის მნიშვნელოვანი გმირები გააცოცხლა.

– მე ინგლისურმა კულტურამ ჩამომაყალიბა, შექსპირი კი ერთ-ერთი მთავარი უჯრედი იყო ამ ურთიერთობაში. ის ისეთივე დიდია ჩემთვის, როგორც დანტე ალიგიერი. მითოლოგიური, თეატრის სიმბოლო. ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობაა მისი სცენასა და ეკრანზე გადმოტანა. ჩემი პირველი შეხება გენიოსთან საკმაოდ გაუცნობიერებელ ასაკში მოხდა. ბავშვობაში სულ მესმოდა ისტორია გოგონაზე, რომელიც 12 წლის ასაკში სიყვარულის გამო მოკვდა. მას ჯულიეტა ერქვა, – ამბობს ლეგენდარული რეჟისორი.

ფრანკო ძეფირელიმ ,,აიდასთვის" გიორგი გაგნიძე თავად შეარჩია - კინოკლასიკოსს ლა სკალა 95 წლის იუბილეს ულოცავს - ვიდეო-,,რომეო და ჯულიეტა” – დიახ, ეს არის ყველაზე ლამაზი ფილმი სიყვარულზე. როგორია სინამდვილეში ამ ფილმის რეჟისორის სიყვარულის ისტორია? რამდენჯერ იყო შეყვარებული მაესტრო ფრანკო ძეფირელი?
-მე მთელი ცხოვრება შეყვარებული ვარ. სიყვარული ცოტა პრობლემური სიტყვაა, რომელიც ჩარჩოებში გსვამს. რეალურად კი ეს უფრო მეტია, ვიდრე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა. ეს გონებისა და გულის მზადყოფნაა იმის მიმართ, რაც შენ გარშემო ტრიალებს.

ჩემთვის ის შრეებად იყოფა. პირველი არის აღმატებული სიყვარული, რომელიც ყველაზე მაღლა დგას და შენთანაა მთელი ცხოვრება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც შემოივლიან და მერე, ისევ მიდიან, თუმცა სულს გინათებენ და ისეთ მხარეებს გიჩვენებენ, რაც აქამდე არ იცოდი. მესამე, მესამე ეს არის სექსის კეთების ხელოვნება, თუმცა უნდა ვთქვა, რომ მე ჩემი ეროტიკული ფანტაზიების სუბლიმირება კინოში მოვახერხე.

-თქვენ დიდი მეგობრობა გაკავშირებდათ ლუკინო ვისკონტისთან, მოგვიყევით მასზე.
-ის იყო ჩემი არტისტული მამა, თავიდანვე დიდი და თბილი გრძნობები ჰქონდა ჩემ მიმართ, რაც მერე დიდ სიყვარულში გადაიზარდა.

მან თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი საიდუმლოები გამანდო, დიდხანს ვიყავით ერთად, თუმცა დროთა განმავლობაში გავხდით ორი პერსონაჟი. ის ბერდებოდა და მიდიოდა, მე კი ახალგაზრდა ვიყავი და მომავალი. ასეთ დროს რთულია, სიყვარულის ენა იპოვო.  დავშორდით, მაგრამ მთელი ცხოვრება ახლოს ვიყავით.

ვისკონტის სიცოცხლის უკანასკნელი წლები ძალიან მძიმე და სევდიანი იყო. მისით სპეკულირებდნენ. მე როგორც შემეძლო მის რეალობას, მის მძიმე რეალობას ვათბობდი.

-ქალები… რა როლი ჰქონდათ ქალებს თქვენს ცხოვრებაში?
-ძალიან ბევრი მეგობარი ქალი მყავდა, რომელი გამოვყო?
ფრანკო ძეფირელიმ ,,აიდასთვის" გიორგი გაგნიძე თავად შეარჩია - კინოკლასიკოსს ლა სკალა 95 წლის იუბილეს ულოცავს - ვიდეო-მაგალითად, მარია კალასი.
-ის ყველაფერი იყო ჩემთვის. და, საყვარელი, ცოლი, დიდი მეგობარი. კალასი დიდი არტისტი იყო. ექსტრავაგანტული და ტრაგიკული ქალი, მას ყოველთვის სჭირდებოდა გვერდით ადამიანი, რომელიც გაამხნევებდა, სტიმულს მისცემდა. ასეთი მე ვიყავი მის ცხოვრებაში.

90 წელი – ეს ცოტა არ არის. როგორია ამ დროს ცხოვრების შთაბეჭდილება?
-ძალიან დასუსტებული ვარ, აღარ შემიძლია სიარული. ბევრ რამეს ვეღარ ვაკეთებ, ვეღარ ვმღერი. რა დროც დამრჩა, მინდა, გამოვიყენო და მომავალ თაობას გადავცე, გავუზიარო ჩემი გამოცდილება. ხანდახან ეს იმაზე მეტია, ვიდრე ის, რომ გყავდეს შვილები, – ამბობს ფრანკო ძეფირელი.

დიდი დრამების ავტორი, რომელსაც არც ცოლი ჰყოლია და არც შვილები, ცხოვრებაში ყველაზე დიდ მონაპოვრად სიყვარულს თვლის. ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი რამ, რაც სიცოცხლის ბოლომდე მასთან დარჩება.

ძეფირელის განმარტებით, სიძულვილიც სხვა არაფერია, თუ არა სიყვარული… ოღონდ იმედგაცრუებული.

ბექა ელბაქიძე

Auguri a Franco Zeffirelli

L'Aida di Franco Zeffirelli sta per tornare alla Scala! Tanti auguri caro Maestro da tutta la produzione! https://goo.gl/NTf9bdFranco Zeffirelli's Aida is coming back on stage at La Scala! Best wishes dear Maestro from all of us! https://goo.gl/rvM8BH

Gepostet von Teatro alla Scala am Mittwoch, 25. April 2018