სკანდალი “იაშვილის კლინიკის” ირგვლივ გრძელდება. 2 წლის ნენე მოდებაძის მშობლები კლინიკის ქირურგსა და თერაპევტებს სასიკვდილო შეცდომის დაშვებაში ადანაშაულებენ. ბავშვს ოპერაცია იაშვილის კლინიკის ექიმებმა 2 თვის ასაკში გაუკეთეს.
ქირურგმა ბავშვს მუცლის ღრუში სამედიცინო დოლბანდი დაუტოვა. ერთი წლის შემდეგ ბავშვს ოპერაცია უკვე საფრანგეთში ჩაუტარდა, სადაც ექიმებმა ერთი წლის წინ დატოვებული დოლბანდი აღმოაჩინეს.
-ხუთი საათის შემდეგ ექიმი გამოვიდა, შუშით ტამპონი გამომიტანა და მითხრა, აი, ნახე, რა ვნახეთ მის მუცელში და ნენეს რა სტანჯავდაო.
ბავშვს ორი თვის ასაკში ჩაუტარდა ოპერაცია, “იაშვილის კლინიკაში” და აქ რომ ჩამოვედით ბავშვი იყო წლის და 2 თვის, ოპერაცია რომ ჩაუტარდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ აღმოაჩინეს ეს ტამპონი ბავშვის მუცელში.
ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაწირეს ბავშვი. ეს, რაც თქვენ დაგემართათ აფრიკის ქვეყნებში არ ხდებაო, საიდან ჩამოხვედითო – ზუსტად ასე მითხრა ექიმმა, – ამბობს ნენე მოდებაძის დედა ლია ალიბეგაშვილი.
მომხდართან დაკავშირებით, საქმე აღიძრა 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ოჯახის ინტერესებს საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატი იცავს. ლიკა ტანიაშვილის განცხადებით, არსებობს საფუძველი იმისა, რომ “იაშვილის კლინიკისგან” ოჯახმა მორალური ზიანის ანაზღაურებასთან ერთად მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვოს.
“სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის” დეპარტამენტის უფროსი კი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ “იაშვილის კლინიკაში” სამედიცინო დოკუმენტების შესწავლას დაიწყებენ.
იაშვილის კლინიკა ბრალდებებს უარყოფს. მათი თქმით, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, რამაც ბავშვს სიცოცხლის შანსი მისცა. რაც შეეხება იმას, რომ ფრანგი ექიმი კლინიკას დაუკავშირდა და ბავშვის მდგომარეობის ახსნა სთხოვა, იაშვილის კლინიკაში ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ საფრანგეთიდან ოფიციალური ინფორმაცია ან დოკუმენტაცია არ მიუღიათ.
რუსთავი 2
"იაშვილის" კლინიკის ექიმებს 2 წლის გოგონას დედა სასიკვდილო შეცდომაში ადანაშაულებს
"ერთი წლის შემდეგ აღმოაჩინეს ტამპონი ბავშვის მუცელში" – "იაშვილის" კლინიკის ექიმებს 2 წლის გოგონას დედა სასიკვდილო შეცდომაში ადანაშაულებსვრცლად ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : http://rustavi2.ge/ka/news/102393
Gepostet von Rustavi 2 am Mittwoch, 25. April 2018

