მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა: ,,არავითარი შემაკავებელი ორდერი, დაარტყა ხელი? მაშინვე დასაჯე!”

მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა: ,,არავითარი შემაკავებელი ორდერი, დაარტყა ხელი? მაშინვე დასაჯე!"თემქაზე მოკლული 33 წლის ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა, ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაში” ისაუბრა და განაცხადა, რომ გამოძიებას ენდობა.

-კვალიფიციური გამომძიებელია, მპირდება, რომ მკვლელი სამაგალითოდ დაისჯება. აი, სამაგალითოდ რომ დაისჯება ერთი, ორი, მერე ეშველება საქმეს, წინ წაიწევს. უნდა დაესვას წერტილი ქალებზე ძალადობას. უნდა ეშინოდეს მკვლელს, უნდა იცოდეს, რომ ხელის გარტყმაზეც კი დაისჯება. არავითარი შემაკავებელი ორდერი, დაარტყა ხელი? მაშინვე დასაჯე!

წვერს არ მოვიპარსავ, სანამ ის კაცი იქნება ცოცხალი…  ნეტა, იმ დღემდე მაცოცხლა, რომ იმ ბიჭის… არ ვიცი, ძალიან მიჭირს… მე იმიტომ გამოვედი პირდაპირ ეთერში, რომ უკვე მასობრივი გახდა გოგოების მკვლელობა საქართველოში, – ამბობს ანა ნაცვლიშვილის მამა.

შეგახსენებთ, რომ  მკვლელობა22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში მოხდა. გოგონას ცხედარი მისი სახლიდან სულ რაღაც 20-25 მეტრის მოშორებით დილით იპოვეს. მას თავისა და კისრის არეში 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.  მკვლელობაში ბრალდებულია ანას შეყვარებული, 21 წლის ლადო გრიგალაშვილი, რომელიც დაკავებულია.