მანია ქევხიშვილი: ,,დედი, მიშველეო და ვერ ვუშველე, ერთადერთი შვილი მომიკლეს”

მანია ქევხიშვილი: ,,დედი, მიშველეო და ვერ ვუშველე, ერთადერთი შვილი მომიკლეს"სოფელ კალაურში დედა-შვილს 3 ნიღბიანი თავს ღამით დაესხა. 90 წლის მანია ქევხიშვილი მარანში ჩაკეტეს, მისი შვილი, 54 წლის ლადო ქეხვიშვილი კი გაკოჭეს და ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიაყენეს. მამაკაცის ცხედარი მეზობლებმა დილით იპოვეს.

თავდამსხმელები ქევხიშვილების ოჯახში ტრაქტორის შესაძენად მოგროვებულ 20 ათას ლარს ეძებდნენ. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ლადო ქევხიშვილმა მეზობლებთან თქვა, რომ ტრაქტორის ყიდვა უნდოდა და ფულიც ჰქონდა. სავარაუდოდ სამი თავდამსხმელიდან 54 წლის მამაკაცმა ერთ-ერთი ამოიცნო, ამიტომ ის მოკლეს.

სახლში შენახული 20 ათასი ლარი თავდამსხმელებმა წაიღეს.

-სამი ნიღბიანი საღამოს შემოგვეჭრა სახლში. მარანში ჩამკეტეს. ჩემი შვილი დახმარებას მთხოვდა. მაგრამ ვერ დავეხმარე. დედი, მიშველეო და ვერ ვუშველე. თავში ჩაარტყეს, გათიშეს. ვერ დავეხმარე,რაც თანხა ჰქონდ,  წაიღეს. სამი ადამიანი აწამებდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. არავინ პატრონი არ მყავს. ერთადერთი შვილი მომიკლეს,- ყვება მანია ქევხიშვილი ტელეკომპანია ,,იბერიის” ეთერში.