ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე და პოეტი ვაჟა ოთარაშვილი ტელეკომპანია ,,იბერიის” ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გადაცემის თემა პროსტიტუციის ლეგალიზება იყო.
ვაჟა ოთარაშვილი: არ შეიძლება ამით იშოვონ ლუკმაპური, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თავიანთ მოქალაქეებზე. გენაცვალე, ლიკლიკაძე, ეს არის ქართველი ერის განადგურების გზა, ისევემ როგორც ნარკოტიკები.
დავით ლიკლიკაძე: არ მათქმევინე ჩემი აზრი, იქნებ თქვენს აზრზე ვიყავი საერთოდ! მაგრამ სასწაულია რა! ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანებზე, რომლებიც ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში. ესენი არიან დედები და, სხვათა შორის, არავისზე ნაკლები დედები, ვიდრე დედაჩემია ან დედათქვენი შეიძლება იყოს… მე იმ დედას უფრო პატივს ვცემ, შვილების გამო ქუჩაში რომ გავიდა, ვიდრე იმ ცოლებს, ფუფუნებაში რომ ჰყავთ… და ამას ეძახით ოჯახს?
მუშაობს ადამიანი და სულაც არ სიამოვნებს, შენნაირი კაცების გვერდით წოლა, მაგრამ სჭირდება ორი კაპიკი, რომ შვილი გადაარჩინოს.
ვაჟა ოთარაშვილი: ვაი, შენს პატრონს!..
დავით ლიკლიკაძე: ერთბაშად არ გახდებოდეთ ბოზები, ქუჩაში რომ გახვალთ თბილისში, ნუ ლაპარაკობთ რა ასე, ძალიან გთხოვთ.

