მომღერალი ირინა ბაირამაშვილი შოუ-ბიზნესში სიახლეებით გეგმავს დაბრუნებას.
მომღერალმა სამომავლო გეგმებზე funtime.ge –სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ირინამ გამოცემასთან მეგი გოგიტიძესთან ერთად, ჩაწერილ საავტორო სიმღერაზეც ისაუბრა, რომელიც მოგვიანებით მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემაც სხვადასხვა შოუებში შეასრულა.
როგორც აღმოჩნდა მომღერალი მსახიობს სწორედ ამ სიმღერის გამო დაუპირისპირდა.
– მომეცა საშუალება, რომ ამ თემაზე ღიად ვისაუბრო. გიორგი ვარდოსანიძემ მეც დამირეკა და მეგისაც. თქვენი დუეტი ძალიან მიყვარს, მოგონებებთან ასოცირდება და შეიძლება ჩემთვის, შინაურულად ვიმღეროო, გვთხოვა. ისიც აღნიშნა, რომ პრემიერის გაკეთებას არ აპირებდა და უარს როგორ ვეტყოდით? მეგობრები გვირეკავდნენ და გვეკითხებოდნენ, თქვენი სიმღერა ვარდოსანიძემ რომ იმღერა, იცითო.
აღმოჩნდა, რომ პრემიერა „ნანუკას შოუშიც“ გაუკეთებია და „სხვა რაკურსშიც“. ერთ-ერთ შოუში მე და მეგის მადლობაც გადაგვიხადა, თუმცა ისე გამოვიდა, რომ სხვა რაღაც გვითხრა და სხვანაირად მოიქცა. ბევრმა მისაყვედურა, რატომ არაფერი უთხარი, ასე რომ მოგექცათო. გასაგებია, რომ საერთო ახლობელი გვყავს, მაგრამ ხომ უნდა ეთქვა, რას აპირებდა? იქნებ უარს არც ვეუბნებოდი? ამის მერე ჩემი მეუღლე გიორგისთან დარეკვასაც აპირებდა, თუმცა მე შევაჩერე. კონფლიქტური რომ არ ვარ, რაღაცებზე უკან რომ ვიხევ და ვიღაცებს ვინდობ, თურმე ასე არ უნდა ვიქცეოდე,- აცხადებს მომღერალი.
წყარო: funtime.ge
ნიუპოსტი

