ბავშვები მკვლელს იცნობდნენ და კარიც მათ გაუღეს – ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი ვერსია

ბავშვები მკვლელს იცნობდნენ და კარიც მათ გაუღეს - ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი ვერსიათბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალი, 2 მცირეწლოვანი შვილის დედა სასტიკად მოკლეს – მას ბავშვების თვალწინ ყელი გამოჭრეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვებმა მკვლელი იცნეს და კარი სწორედ მათ გაუღეს. მოკლულის შვილებმა სამართალდამცავებს ვინაობაც დაუსახელეს.
სამართალდამცავების განცხადებით, მკვლელობის ჩამდენი პირი დადგენილია და მიმდინარეობს მისი დაკავების სამუშაოები.
ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლვლელობას გულისხმობს.