ცხრა შვილის დედას, ხათუნა ხავთასს, მეუღლემ, შალვა შუბლაძემ სიურპრიზი მოუწყო. მრავალშვილიან დედას მეუღლემ ყვავილების თაიგული, თეატრის სპექტაკლის ბილეთები, სილამაზის სალონის ვაუჩერი აჩუქა და სადღესასწაულო ვახშამზე მიიწვია.
ბოლოს კი ცენტრალურ მოედანზე სეირნობისას ხათუნა ხავთასს შვილებმა ეკრანზე განთავსებული რგოლით დედის დღე მიულოცეს.
ცენტრალურ მოედანზე მივიდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რომელმაც ხათუნა ხავთასს ყვავილების თაიგული გადასცა და დედის დღე მიულოცა.

