თურქი მილიონერის ქალიშვილის საბედისწერო წვეულება დუბაიში – თვითმფრინავის ჩამოვარდნას 11 ადამიანი ემსხვერპლა

თურქი მილიონერის ქალიშვილის საბედისწერო წვეულება დუბაიში - თვითმფრინავის ჩამოვარდნას 11 ადამიანი ემსხვერპლაირანის ტერიტორიაზე კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა. “ინდეფენდენთის”ინფორმაციით, ბორტზე მყოფი თერთმეტივე ადამიანი დაიღუპა, მათგან 8 მგზავრი, 3 კი – ეკიპაჟის წევრი იყო.

გარდაცვლილებს შორის არის თურქი ბიზნესმენის, ჰუსეინ ბასარანის ქალიშვილი მინა ბასარანი, რომელიც მეგობრებთან ერთად დუბაიდან ბრუნდებოდა, სადაც ქორწინების წინა წვეულება გამართა.

თურქი მილიონერის ქალიშვილის საბედისწერო წვეულება დუბაიში - თვითმფრინავის ჩამოვარდნას 11 ადამიანი ემსხვერპლათვითმფრინავი სტამბოლის მიმართულებით მიფრინავდა, როდესაც ირანში კატასტროფა განიცადა.

მომხდარის მიზეზი უცნობია. მფრინავმა ჩამოვარდნამდე მოითხოვა სიმაღლე შეემცირებინა, რადგან ტექნიკური პრობლემები შეექმნა.

28 წლის ბასარანი დუბაიში მეგობრებთან ერთად გასულ კვირას ჩაფრინდა. გაერთიანებულ საემიროებში გადაღებულ ფოტოებს “ინსტაგრამზე” რეგულარულად თურქი მილიონერის ქალიშვილის საბედისწერო წვეულება დუბაიში - თვითმფრინავის ჩამოვარდნას 11 ადამიანი ემსხვერპლააზიარებდა. ბოლო ფოტო, რომელიც მან ატვირთა, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, სასტუმროშია გადაღებული.

ამბები