თეოდორე გიგნაძე: ,,ეკლესიის ამბიონიდან რუსეთის პროპაგანდა, მინიმუმი, არასახელმწიფოებრივია”

თეოდორე გიგნაძე: ,,ეკლესიის ამბიონიდან რუსეთის პროპაგანდა, მინიმუმი, არასახელმწიფოებრივია"ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეკლესიის ამბიონის პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევს. მისი თქმით, მინიმუმი, არასახელმწიფოებრივია, როდესაც ეკლესიაში ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პროპაგანდა ხდება.

– ეკლესიის ამბიონი პოლიტიკური პროპაგანდისათვის ხომ არ არის? მით უმეტეს, ორჯერ ორი ოთხია იმის მტკიცება, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი ტერიტორიები აქვს მითვისებული და შესაბამისად ასეთი ქვეყნის პროპაგანდა, მინიმუმი, არასახელმწიფოებრივია, – განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.