თბილისში გრიგალი იქნება _ საგანგაშო ინფორმაცია

თბილისში გრიგალი იქნება _ საგანგაშო ინფორმაცია9 მარტს საქართველოში ინტენსიურად დაიწყება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სინოპტიკოსების ცნობით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი. დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის ძლიერი ქარი 20-25 მეტრი წამში, ზოგან 27 მეტრ წამამდე, რაც ქართა კატეგორიაში ქარიშხლის ნიშნულს უტოლდება.

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ დედაქალაქში, სადაც 10 მარტის ღამეს შესაძლებელია, ქარის სიჩქარემ 30-33 მეტრ წამს მიაღწიოს, რაც უკვე გრიგალის კატეგორიაა.

აჭარაში 9 მარტს დილიდან იწვიმებს, თუმცა წვიმა და ქარი დღის ბოლოს გაძლიერდება. ზღვაზე მოსალოდნელია შტორმული სიტუაცია, ხილვადობის შეზღუდვა 400-600 მეტრამდე. ტალღის სიმაღლე 5 ბალს მიაღწევს.

აჭარის ტელევიზია