თბილისში ძლიერმა ქარმა 49 სახლი და 68 ხე დააზიანა, იმერეთში მიწა ჩამოიშალა _ სტიქია საქართველოში

თბილისში ძლიერმა ქარმა 49 სახლი და 68 ხე დააზიანა, იმერეთში მიწა ჩამოიშალა _ სტიქია საქართველოშითბილისში, ავალიშვილის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც გაზის მილსა და ავტოფარეხის სახურავს დაეცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მაშველებმა ეზო წაქცეული ხისგან გაათავისუფლეს.
მთლიანობაში, თბილისში ძლიერი ქარის შედეგად 16:00 საათიდან 21:00 საათის მონაცემებით, 54 საცხოვრებელი სახლი, 68 ხე, 7 გარეგანათების ბოძი, 43 ელექტროსადენი, 6 ავტომანქანა, 5 გაზის ცენტრალური მილი და 6 სარეკლამო ბანერი დაზიანდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქია უტევს რეგიონებსაც, კერძოდ: შიდა ქართლში, 3 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. აჭარაში დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი.
იმერეთში, სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოიშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი.

ინტერპრესნიუსი