რამდენიმე საათის წინ უსინათლო ბავშვთა ფონდის ბიურო გაქურდეს. ამის შესახებ ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს კლასიკოსი გიტარისტი ტარიელ სუარი, რომელიც უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტია.
,,წაღებულია კომპიუტერები და ასე შემდეგ… არ დაგიმალავთ და გამიკვირდა. იმედს ვიტოვებ, ქურდმა არ იცოდა, რას აკეთებდა”, – დაწერა მუსიკოსმა. მან ჩვენება უკვე მისცა.
ტარიელ სუარი დიდი ხანია უსინათლო ბავშვთა პრობლემებზე მუსაობს და მათ დასახმარებლად საქველმოწმედო კონცერტებს მართავს.

