შსს – “სანდრო შონიას მე-8 სართულიდან გადმოხტომა “ლურჯ ვეშაპს” არ უკავშირდება”

შსს - "სანდრო შონიას მე-8 სართულიდან გადმოხტომა "ლურჯ ვეშაპს" არ უკავშირდება"5 მარტს, დიღმის მასივში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან არასრულწლოვანი გადახტა, რომელიც დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს.

მოზარდის და სუიციდის მცდელობას „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სალომე შონია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე არასრულწლოვანის ინტერნეტთამაშთან კავშირი არ დასტურდება.

“შეტყობინებების მიღებისთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და ამ ეტაპზე არასრულწლოვანი ს.შ კავშირი ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ თამაშ “ლურჯ ვეშაპთან” არ დასტურდება. გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის ფარგლებში დეტალურად და სიღრმისეულად იქნება შესწავლილი აღნიშნული ფაქტი” – განუცხადეს “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.