,,შემოარტყამენ წრეს და იხსენებენ ამ ადამიანის კარგ საქციელს” _ როგორ ,,სჯიან” აფრიკულ ტომში დამნაშავეს

,,შემოარტყამენ წრეს და იხსენებენ ამ ადამიანის კარგ საქციელს” _ როგორ ,,სჯიან” აფრიკულ ტომში დამნაშავესფეისბუქში ეკუნა კაველაშვილმა ასეთი რამ დაწერა:

.,,აფრიკის ერთ-ერთ ტომში არის ასეთი საინტერესო ტრადიცია – როცა რომელიმე მათგანი ცუდ რამეს ჩაიდენს, მოჰყავთ დამნაშავე თავიანთი დასახლების ცენტრში, შემოარტყამენ წრეს და თითოეული იხსენებს ამ ადამიანის კარგ საქციელს და ამის გამო მადლობას უხდიან.
ტომის წევრები თვლიან, რომ ყველა ადამიანი ამ ცხოვრებაში მოდის კარგი თვისებებით, ყველას უნდა სიყვარული, ბედნიერება, მშვიდობა, უსაფრთხოება, მაგრამ, ამ ფასეულობების მიუხედავად, ზოგჯერ ცდება, შეცდომას უშვებს. ტომი ამ
შეცდომაში ხედავს სიგნალს, ეს მათთვის ძახილია დასახმარებლად მოხმობისა. აერთიანებენ თავიანთ ძალებს დაცემულის წამოსაყენებლად, რომ აღადგინონ ის თავისი პირველსახით და შეახსენონ, თუ ვინ არის სინამდილეში”.