ბიოლოგ ვასო გაბუნიას და მის ოჯახს, რომელსაც ბურიანში აქვს მიწა, ადგილზე ჩასულს ღობე, კარ-ფანჯარა, გადახურვა, მოსწორებული მიწა და სახლამდე მიყვანილი კომუნიკაციები დახვდა.
,,ეს ადგილი ახალი წესით უნდა გაგვეტარებინა რეესტრში, ამიტომ ცოტა შევშინდით.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ კაცმა იყიდა მიწა პარალელურ ქუჩაზე, შეეშალათ და ჩვენი აჩვენეს” – ამბობს სახლის მეპატრონე.
სოციალურ ქსელში კი ვასო გაბუნია წერს:
,,ესეც მხოლოდ საქართველოში და მაინცდამაინც მე უნდა შემემთხვეს”.

