2 მარტს საბერძნეთში, კერძოდ, ტაქსიარხეს (ზახაროს) ტერიტორიაზე მიწა ორად გაიპო და იქ არსებული ზეთისხილის პლანტაციები მთლიანად ჩაიტანა.
გაზეთ “Πατρίς”-ის ცნობით, ერთ-ერთი ფერმერი, რომელიც იქ მუდმივად ცხოვრობს ინციდენტის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა.
–დაახლოებით 11 საათზე ცხოველებს ვუვლიდი. საბედნიეროდ, ჩვენ არ დავზარალებულვართ. ეს, რაც ახლა მოხდა, არასოდეს მომხდარა. მიწა შეირყა და ის რაც ჩვენ გვერდით იყო, დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით აღმოჩნდა. ზოგან კი დიდი ნაპრალები გაჩნდა. შემდეგ გავიაზრე, რომ მამაჩემმა ეს ტერიტორია 10 წუთით ადრე დატოვა, – ყვება ფერმერი.
ამ დროისთვის სოფლებს შორის დამაკავშირებელ გზებზე მოძრაობა ფიზიკურად შეუძლებელია.
გეორგიანს.გრ

