რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე მისულებს უთოებს, ტელეფონებს, ჩაიდნებს ჩუქნიან _ ,,ჩვენთან ჩუმად ხომ იღებენ 20 ლარიანებს, აქ ეს ყველაფერი ოფიციალურადაა”

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე მისულებს უთოებს, ტელეფონებს, ჩაიდნებს ჩუქნიან _ ,,ჩვენთან ჩუმად ხომ იღებენ 20 ლარიანებს, აქ ეს ყველაფერი ოფიციალურადაა”დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. ,,სარკენიუსს” რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა უამბო, თუ როგორ ტარდება არჩევნები.

_ მოგიყვებით, აქ როგორი არჩევნები ტარდება. მიხვალ, შემოხაზავ შენს რჩეულს. მერე გამოხვალ და შენს ნომერს ჩააგდებ ყუთში. გვერდით ოთახში დევს კიდევ ერთი ყუთი, სადაც ფურცლები ყრია. ჩაყოფ ხელს, ამოიღებ და ზედ წერია პრიზი. არიგებენ უთოებს, ფენებს, ჩაიდნებს, ტელეფონებს, ანუ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. ყველაფერი ხდება ოფიციალურად. განა ვინმეს აძალებენ, რომ ამას და იმას ხმა მიეციო, უბრალოდ, ხალხს რომ ეზარება არჩევნებზე მისვლა, ამისთვისაა ეს, თორემ ვისაც გინდა, იმას მიეცი ხმა, მაგაზე პრეტენზია არავის აქვს.

ჩვენთან ჩუმად ხომ იღებენ 20 ლარიანებს, აქ ეს ყველაფერი ოფიციალურად და ღიაა, _ გვიამბო რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა.