რიტა მორენომ ის კაბა გააცოცხლა, რომელიც 1962 წლის ოსკარზე ეცვა

რიტა მორენომ ის კაბა გააცოცხლა, რომელიც 1962 წლის ოსკარზე ეცვაამერიკის კინოაკადემიის კინოდაჯილდოების ცერემონიალი წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ამ დღისთვის ვარსკვლავები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ემზადებიან.

ლოს ანჯელესმა რამდენიმე საათის წინ ოსკარები 2018-ს უმასპინძლა. წითელ ხალიჩაზე გაიარა რიტა მორენომ და მისი არჩევანი სამოსის თვალსაზრისით საკმაოდ მარტივი გახლდათ.

86 წლის მსახიობი არის იმ ვარსკვლავების უმცირეს ჩამონათვალში, რომელთაც 4 უმნიშვნელოვანეს დაჯილდოებაზე ჯილდოები აქვს მოპოვებული.

ოსკარები 2018-ზე მორენომ ის კაბა გააცოხლა, რომელიც მას 1962 წლის ცერემონიალზე ეცვა. სწორედ ამ წელს აიღო მსახიობმა ოსკარი მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „West Side Story“.

ნიუპოსტი