ქართველი ქორეოგრაფი სოჭში ავარიაში დაიღუპა – ვიდეო

ქართველი ქორეოგრაფი სოჭში ავარიაში დაიღუპა - ვიდეოქართული ცეკვის სკოლის, ანსამბლ ,,ლეგენდას” ხელმძღვანელი ლაშა ბერიშვილი სოჭში, კრასნაია პოლიანას გზაზე გვირაბში ავარიაში მოყვა და დაიღუპა. ამის შესახებ პორტალი ,,ბლოკნოტ კრასნოდარი” იუწყება.

ავარია А-149 ტრასაზე მოხდა. დიდი სიჩქარით მიმავალი Lexus-ის მარკის ავტომობილი შეეჯახა სამგზავრო ავტობუსს, რომელიც ადლერი-კრასნაია პოლიანას მარშრუტით მოძრაობდა.

მსუბუქ ავტომობილს სოჭში ცნობილი ქორეოგრაფი, ანსამბლ „ლეგენდას“ ხელმძღვანელი ლაშა ბერიშვილი მართავდა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. ავტობუსის მძღოლი და ორი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.