საქართველოს ნაკრები რაგბში ევროპის გამარჯვებულია. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბის ევროპის ფინალურ შეხვედრაში რუმინეთი 25:16 დაამარცხა. საქართველო-რუმინეთის ფინალურ მატჩზე ქართველი სპორტსმენები მოედანზე გამოვიდნენ მაისურებით, რომლებზეც ეწერა ,,ტატუნაშვილი” _ ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საპატივსაცემოდ.
მორაგბეები ჰიმნის შესრულების დროს სწორედ ამ მაისურებით იდგნენ მეტოქეების გვერდით.
ბორჯღალოსნები ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელებიც გახდნენ. დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი კოკი თხილაიშვილი დასახელდა.
,,ღირსეულები”, ,,მართლა ლომები” _ წერენ ქართველ მორაგბეებზე სოციალურ ქსელებში.

