,,პირველი არხის” გადაცემა ,,ახალი კვირა” ძალიან მძიმე ოჯახურ კონფლიქტს აშუქებს. ქართული ოჯახის ისტორია საერთაშორისო მასშტაბის საქმედ იქცა.
,,პირველი არხი”: ,, ორი არასრულწლოვანი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში აღმოჩნდა, ბავშვების მამა კი ინტერპოლის წითელი ცირკულარის სისტემაში. არადა სამივე ძებნილი 3 წელია თბილისში ცხოვრობს. ამ რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ჩვენ მივმართეთ ყველა შესაბამის უწყებას და დავინტერესდით, რატომ იძებნებიან ეს ადამიანები ინტერპოლით 2015 წლიდან და რატომ აქვთ ბავშვებს უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი, როდესაც მათი ადგილსამყოფელი საქართველოსა და კვიპროსის შინაგან საქმეთა სამინისტროებისთვის სამი წელია ცნობილია”.
ოჯახის ისტორია ვრცლად იხილეთ ვიდეოში.

