რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ანდრეი კონდრაშოვის ფილმისთვის ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, თავის პაპაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ ის ლენინთან, შემდეგ კი სტალინთან მზარეულად მუშაობდა ერთ-ერთ აგარაკზე, მოსკოვის მახლობლად.
აღნიშნავს, რომ ძალიან უკვირს, პაპამისი და მისი ნათესავები საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი რომ არ გახდნენ და იქვე ასკვნის:
„როგორც ჩანს, პირიქით, მათ უფრთხილდებოდნენ, რადგან ესმოდათ, რომ ისინი არ უღალატებდნენ“.
ამავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთში ვიზიტების დროს მასთან ხელდამშვენებული ჩადის და მისი საყვარელი ლუდი ჩააქვს.
„ანგელა მერკელს დროდადრო ჩამოაქვს რამდენიმე ბოთლი რადენბერგული ლუდი“ – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ინტერვიუში.

