პეკინის გამზირზე ზებრა გადასასვლელზე ქალს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას თვითმხილველი ავრცელებს.
შსს-შიც ადასტურებენ, რომ პეკინის გამზირზე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, თუმცა სხვა დეტალზებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.
სასწრაფოს ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა ბრიგადის მოსვლის მომენტისთვის მძიმე არ იყო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

