,,ევროპული საქართველოს” ლიდერი ოთო კახიძე იუმორისტ ვანო ჯავახიშვილს უპირისპირდება. მისი აღშფოთების მიზეზი ,,ვანოს შოუს” მონოლოგი გახდა.
,,რუსთავი 2″-ის პოლიტიკურმა კომედიანტმა – ვანო ჯავახიშვილმა დღეს ახალი სიმაღლე დაიპყრო.
აქამდე ბიძინაზე მიყიდულობას გვაბრალებდა ქვეშქვეშა სატირით.
ახლა გამოდგა და გიგი უგულავას პირდაპირ 48 მილიონის მითვისება და გაფლანგვა დააბრალა.
თან, ცნობისათვის – ფულის შეტყაპუნება ივანიშვილის პროკურატურასაც კი არ დაუბრალებია.
ბიძინას პოლიტიკური დევნის იარაღი – ურთმელიძეების სასამართლო მოიყვანა მოწმედ ტელევიზიამ, რომელიც იმავე უწყებამ დააყადაღა და მფლობელს ჩამოართვა.
ეს არის ნაძირლობა, რომელიც უკან დაუბრუნდება ყველას, ვინც უკვეთავს, ასრულებს და მდუმარედ უყურებს მაგ სიბინძურეს.Karma is a bitch”, – წერს ოთო კახიძე ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

